Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია 2 ივნისს მომხდარი დანაშაულის მოტივს ჯერ ვერ აზუსტებს


ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი ”შეძრულია” და იზიარებს ბრიტანელთა შეშფოთებასა და მწუხარებას 12 ბრიტანელის მოკვლის გამო. პოლიციის განცხადებით, 52 წლის ტაქსის მძღოლმა დერიკ ბერდმა ოთხშაბათს ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში სამი საათის მონაკვეთში რამდენიმე ადგილას გაუხსნა ცეცხლი მოქალაქეებს. 12 მოკლა და 11 ადამიანი დაჭრა. სამი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის განცხადებით, ბერდმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავი მოიკლა. პოლიცია თვლის, რომ დანაშაულის მოტივზე ლაპარაკი ნაადრევია. ბრიტანეთის მედიის თანახმად, ამ სისასტიკის მაპროვოცირებელი, შესაძლოა, ოჯახური უთანხმოება ყოფილიყო. ბერდის ერთ-ერთი მსხვერპლი მისივე ძმა იყო. ბრიტანეთში მსგავსი დანაშაული 1996 წელს მოხდა, როცა შოტლანდიაში 16 ბავშვი და მათი მასწავლებელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG