საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშენკოსთან და ქვეყნის სხვა უმაღლეს პირებთან. მხარეები განიხილავენ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.
ყველაზე პოპულარული
1