Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია რუსთავის #1 კოლონიაში შესვლას გეგმავს


საზოგადოებრივი მოძრაობის ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია, ადვოკატებთან ერთად, დღეს რუსთავის #1 კოლონიაში შესვლას და პატიმართა მდგომარეობისა და ციხეში არსებული პირობების გაცნობას გეგმავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავის ახლად გახსნილ #1 კოლონიაში რამდენიმე დღეა არ უშვებენ იმ მსჯავრდებულთა ადვოკატებს, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადვოკატთა და პატიმართა ოჯახის წევრების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრებზე ხორციელდება ძალადობა და მათი უფლებები ილახება. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისა და იქ არსებულ პატიმართა პირობების მონიტორინგის მიზნით, დღეს, 14:00 საათზე, ეკა ბესელია კოლონიაში შესვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG