14 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ბეროძე, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი. დღეს სისხლის დონორების საერთაშორისო დღეა. მაია ბეროძემ ისაუბრა სისხლის დონორობის პასიურ პროცესზე საქართველოში. მისი თქმით, შესაბამისი ფიზიკური მონაცემების ადამიანმა წელიწადში ერთხელ რომ ჩააბაროს სისხლი, სისხლის დეფიციტი აღმოიფხვრებოდა. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სისხლის ჯგუფების შემთხვევაშიც კი, როდესაც რამდენიმე კლინიკას ერთდროულად სჭირდება ერთი და იმავე ჯგუფის სისხლი, პრობლემა იქმნება ხოლმე. მაია ბეროძის თქმით, დღეს საქართველოში ყველა დონორს შორის უანგარო დონორი მხოლოდ 3%-ია. ბეროძე აღნიშნავს, რომ სისხლის ჩაბარებისას პრიორიტეტულია თავად დონორის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. მაგალითად, სისხლის ჩაბარებისთვის უკუჩვენებაა პოტენციური დონორის ძალიან სიგამხდრე და ძალიან დიდი წონა, რომ აღარაფერი ვთქვათ, მის მიერ გადატანილი დაავადებების, ქირურგიული ოპერაციებისა და ინფექციების მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიაზე.
სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ბეროძე

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1