Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა


15-16 ივნისს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შვეიცარიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გაიმართება. შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შვეიცარიის პრეზიდენტი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ნიკა გილაური ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შვეიცარელ ბიზნესმენებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG