Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობა ღაზის ბლოკადის შემსუბუქებაზე იმსჯელებს


ისრაელის მთავრობა დღეს გამართავს სხდომას, რომელზეც ღაზისათვის დაწესებული ბლოკადის შემსუბუქებაზე იმსჯელებს. ბლოკადის დასრულების მოთხოვნით ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდა 31 მაისის შემდეგ. იმ დღეს ისრაელის ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს ღაზისაკენ მომავალ თურქეთის დახმარების გემზე და 9 ადამიანი მოკლეს. ახლო აღმოსავლეთში შუამავალთა ოთხეულის საგანგებო წარგზავნილმა, ტონი ბლერმა, ახლახან განაცხადა, რომ ისრაელი პრინციპში თანახმაა ბლოკადის მნიშვნელოვნად შემსუბუქებაზე. ისრაელმა ღაზას ბლოკადა მას შემდეგ დაუწესა, რაც 2006 წელს იქ არჩევნებში ისლამისტურმა მოძრაობა ჰამასმა გაიმარჯვა - რომელიც არ აღიაერბს ისრაელის უფლებას, იარსებოს. ისრაელი აცხადებს, რომ ბლოკადა ჰამასის მხრიდან იარაღის შეტანის აღკვეთას ემსახურება.
XS
SM
MD
LG