შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რობერტ ბლეიკმა ყირგიზეთს მოუწოდა, შექმნას პირობები, ბოლო დღეების ეთნიკურ ძალადობას გაქცეული ასიათასობით ლტოლვილის დასაბრუნებლად. ბიშკეკში, ყირგიზეთის დროებით ლიდერ როზა ოტუნბაევასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბლეიკმა განაცხადა ასევე, რომ ყირგიზეთის ლიდერები პირობას დებენ, რომ ჩატარდება გამოძიება დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელმაც 190-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბლეიკმა იქვე დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ყირგიზეთისთვის 32 მლნ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აპირებს.
ყველაზე პოპულარული
1