დავალიანების გამო, რუსეთი ბელორუსიას ნაკლებ გაზს აწვდის და, გავრცელებული ცნობებით, მიწოდების კიდევ უფრო მეტად შემცირებას გეგმავს.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა კომპანიამ, გაზპრომმა, ბელორუსიას ბუნებრივი აირის მიწოდება 15 პროცენტით შეუმცირა, ვინაიდან მინსკის დავალიანების შესახებ ორ ქვეყანას შორის გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი არ მოიტანა.
გაზპრომი აცხადებს, რომ ბელორუსიამ 192 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიღებული გაზისთვის. მინსკი უარყოფს ამგვარი ვალის არსებობას.
დავალიანების საკითხი თუ არ გადაწყდა, მოსკოვის თქმით, ის ბელორუსიას ყოველდღიურად შეუმცირებს გაზის მიწოდებას, რაც, ბოლოს, 85 პროცენტს გაუტოლდება.
ამ განცხადებით გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, გამოვიდა:
„ამოიწურა ხუთდღიანი ვადა, რომელიც ბელორუსიის მხარეს რუსეთის გაზის გამო დავალიანების საკითხის გადასაჭრელად მიეცა. ვალი გადახდილი არ არის. 21 ივნისს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან, ბელორუსიისთვის რუსეთის გაზის ყოველდღიური მიწოდება 15 პროცენტით შემცირდება.“
კვირას ბელორუსიამ მოსკოვში დელეგაცია მიავლინა. მედვედევმა, თავის მხრივ, გაზპრომს მოლაპარაკების გაგრძელება დაავალა.
ბელორუსია დავალიანების ტექნიკითა და სხვა ინდუსტრიული საქონლით გადახდის წინადადებით გამოვიდა.
მაგრამ მოსკოვი მკაცრ პოზიციაზე დადგა - ის აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფულს მიიღებს.
„[ბელორუსიამ] კონტრაქტის თანახმად უნდა გადაიხადოს. კონტრაქტი ითვალისწინებს საფასურის უცხოური ვალუტით გადახდას. სხვა ყველაფერი ჩვენს სავალუტო კანონებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა მილერთან შეხვედრისას და განაგრძო: „გაზპრომი სხვა ვერაფერს გამოიყენებს. გადახდის მეთოდად არც ღვეზელები გამოადგებათ, არც კარაქი, არც ყველი, არც ბლინები. ეს ჩვენს ბელორუს კოლეგებს უნდა ესმოდეთ.“
გაზპრომი აცხადებს, რომ ბელორუსიას მისი 192 მილიონი დოლარი მართებს წლის დასაწყისიდან მიწოდებული გაზისთვის. კომპანიის თქმით, მინსკი 1,000 კუბურ მეტრ გაზში 150 დოლარს იხდიდა, ნაცვლად კონტრაქტით გათვალისწინებული 169 დოლარისა და 20 ცენტის პირველ და 184 დოლარისა და 80 ცენტის მეორე კვარტალში.
ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, კვირას ყურადღება ბელორუსიასა და რუსეთს შორის ახლო კავშირებზე გაამახვილა და შეთანხმებული ფასების დაკლების მოწოდებით გამოვიდა.
„უკრაინას გაზის საფასური 30 პროცენტით შეუმცირეს. ახლახან ითქვა, რომ უნგრეთსაც დაუკლეს ფასი. მაშინ ჩვენ რატომღა გვიძვირებენ 30 პროცენტით? მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ფასში თავიდანვე იყო განსხვავება, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციისთვის ბელორუსიასა და სხვა ქვეყნებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ. ჩვენ რუსეთისთვის ძალიან დიდი სარგებელი მოგვაქვს, იქნება ეს მრეწველობის თუ თავდაცვის სფეროში. არ შეიძლება ბელორუსიასთან ასეთი ქცევა. ამით რუსები და გაზპრომი დიდად მაინც ვერ იხეირებენ - დაკარგვით კი შეიძლება ბევრი დაკარგონ“, - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული დაძაბულობა ისედაც შეინიშნება. გასულ თვეში რუსეთი და ყაზახეთი შეთანხმდნენ საბაჟო გაერთიანების პროექტზე, რომელშიც ბელორუსია არ შევა. მინსკმა მოსკოვის გაღიზიანება ყირგიზეთის ჩამოგდებული პრეზიდენტის, ყურმანბეკ ბაკიევისთვის თავშესაფრის მიცემითაც გამოწვია.
ცენტრალური და დასავლეთ ევროპისკენ გაგზავნილი რუსეთის გაზისთვის ბელორუსია უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანაა. ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტი გადის.
შესაბამისად, ბელორუსიასთან გაზპრომის უთანხმოებამ ევროპელების შეშფოთებაც გამოიწვია, თუმცა გაზპრომის წარმომადგენლები მალევე მათ დამშვიდებას მოჰყვნენ. კომპანიის თქმით, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაზე გამავალ გაზსადენებს გამოიყენებენ, რომელთაც დამატებითი დატვირთვის შესაძლებლობა აქვთ.
გასული წლის დასაწყისში მსგავსი კონფლიქტი მოხდა მოსკოვსა და კიევს შორის. მაშინ ევროპას ორი კვირის მანძილზე შეუფერხდა უკრაინაზე გამავალი რუსეთის გაზის მიწოდება.
რამდენიმე თვის წინ გაზპრომმა 625 მილიონი დოლარი გადაიხადა ბელტრანსგაზის 12.5 წილის შესასყიდად. ეს კომპანია სახელმწიფო მონოპოლიას წარმოადგენს და ბელორუსიის გაზსადენებს აკონტროლებს.
გაზპრომის წარმომადგენლებმა სწრაფად დაიწყეს ევროპელების დამშვიდება: ბელორუსიასთან მიმდინარე უთანხმოება თქვენთვის გაზის მოწოდებას არ შეაფერხებსო.