Accessibility links

site logo site logo

სტუმრად ჩვენს ეთერში: ელისო ჩაფიძე


ელისო ჩაფიძე
22 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელისო ჩაფიძე, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. მან ილაპარაკა საგადასახადო კოდექსის პროექტში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა-დისტრიბუციასთან დაკავშირებულ პოზიციებზე. ელისო ჩაფიძის თქმით, ის, რომ პროექტში ჟურნალ-გაზეთების შესატყვისი შტრიხკოდი გამოტოვებულია, მომავალში შექმნის საშუალებას, რომ საგადასახადო უწყებამ პრესა ისევე დაბეგროს, როგორც სხვა ბიზნესები. ეს თავის მხრივ, გამოიწვევს გაზეთის თვითღირებულების იმდენად გაძვირებას, რომ მისი გამოცემა შეუძლებელი იქნება. 21 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ პრესისთვის ”მდგომარეობის დამძიმება არ მოხდება და გაზეთებთან მიმართებაში დარჩება იგივე რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა დღემდე”. დღეს პარლამენტში საგადასახადო კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვაზე მედიის წარმომადგენლებიც (მათ შორის - ”რეზონანსის” ხელმძღვანელი) მიიწვიეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG