Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე მხარს უჭერს ერაყის სტაბილურობას


იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ დღეს ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის უთხრა, რომ იორდანია „სრულად უჭერს მხარს“ ერაყში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მიმართულ მცდელობებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბდულამ და თალაბანიმ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საერთო გამოწვევებთან ერთიანი არაბული პოზიციიდან ბრძოლის მნიშვნელობას. მოლაპარაკება იორდანიაში თალაბანის მოულოდნელი ჩასვლის შემდეგ შედგა. ერაყს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ესაჭიროება, რადგან მარტში გამართულმა არჩევნებმა პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა.
XS
SM
MD
LG