Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო დადებითად აფასებს ყირგიზეთში ჩატარებულ რეფერენდუმს


ყირგიზეთში კონსტიტუციის შესახებ რეფერნდუმის უცხოელი მეთვალყურეები დროებით მთავრობას აქებენ რეფერენდუმის მშვიდობიან გარემოში ჩატარების გამო, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებენ. ეუთოს მეთვალყურეთა გუნდის ხელმძღვანელ ბორის ფრლეცის განცხადებით, იმ უკიდურესად რთული გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც რეფერენდუმი ჩატარდა - სულ რამდენიმე კვირაში სამხრეთ ყირგიზეთში შეტაკებების შემდეგ, დროებითი მთავრობა დადებით შეფასებას იმსახურებს. ყირგიზეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლები, თითქმის ყველა ხმის დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ რეფერენდუმის 90 პროცენტზე მეტი ახალ კონსტიტუციას მიემხრო. შეთავაზებული კონსტიტუცია ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და საფუძველს უქმნის პირველ საპარლამენტო რესპუბლიკას ცენტრალურ აზიაში. რაც შეეხება ხარვეზებს, მათ შორის, ეუთოს მეთვალყურეების განცხადებით, იყო შეცდომები საარჩევნო ბიულეტენების დათვლის დროს.
XS
SM
MD
LG