Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი დღეს საბიუჯეტო წინადადებებს წარმოადგენს


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს მთავრობასა და პარლამენტს ყოველწლიურ საბიუჯეტო წინადადებებს წარუდგენს. მოელიან, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ინოვაციების მხარდაჭერა იქნება. მედვედევმა აგრეთვე განაცხადა, რომ საბიუჯეტო წინადადებები სამხედრო სფეროს განვითარებასაც შეეხება. გასული წლის შემდეგ მედვედევის გადაწყვეტილებით საბიუჯეტო წინადადებების მიწოდების წესი შეიცვალა. თუკი, ადრე ის მთავრობის მეთაურსა და დაინტერესებულ უწყებებს მიეწოდებოდა, ახლა მათ პირადად პრეზიდენტი წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG