Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI: "დაკავებულ პირთა მიზანი აშშ-ის პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტების დამყარება იყო"


აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა 10 პირი, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობდა და მათი მიზანი აშშ-ის მთავრობაში, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში შეღწევა იყო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაკავების შესახებ ორშაბათს გამოაცხადა. სასამართლოს დოკუმენტაციის მიხედვით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "დაიჭირა" რუსეთის საგარეო დაზვერვის გზავნილი, რომელიც აგენტებს აუწყებდა, რომ მათი მთავარი მისია იყო "აშშ-ის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ წრეებთან კონტაქტების მოძიება და ურთიერთობის განვითარება". 10 დაკავებულის გარდა იძებნება კიდევ ერთი პირი, რომელიც აგენტებს ფულს აწვდიდა.
XS
SM
MD
LG