Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას პრეზიდენტმა ინგლისისა და მექსიკის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს ბოდიში მოუხადა


ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, მსაჯების შეცდომებისთვის, ბოდიში მოუხადა ინგლისისა და მექსიკის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს. მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, გერმანია-ინგლისის მატჩისას, მსაჯმა ინგლისელთა აშკარა გოლი არ ჩათვალა, ხოლო არგენტინა-მექსიკის შეხვედრაში, პირიქით, ჩათვალა არგენტინელთა მიერ წესების დარღვევით გატანილი ბურთი. ბლატერმა, რომელიც მანამდე ვიდეოგამეორების სისტემის დანერგვას ეწინააღმდეგებოდა, განაცხადა, რომ ფიფა იმსჯელებს არბიტრების დასახმარებლად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე.
XS
SM
MD
LG