Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი სენატში წარსდგება


ავღანეთში ნატოს ძალების სარდლის პოსტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი დღეს წარსდგება სენატში, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს. პეტრეუსი შეცვლის გენერალ სტენლი მაკკრისტალს, რომელმაც პოსტი გასულ კვირაში დატოვა მას შემდეგ, რაც პრესით აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები გააკრიტიკა და არაკორექტულად მოიხსენია. საინფორმაციო სააგენტოები ამერიკული არმიის სარდლობაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გენერალი მაკკრისტალი შეიარაღებული ძალების დატოვებასაც აპირებს.
XS
SM
MD
LG