Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ვაშინგტონისგან განმარტებებს ელის ჯაშუშობაში ბრალდებების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მოელის, რომ აშშ წარმოადგენს განმარტებას, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით დაპატიმრებების გამო. ლავროვმა, ისრაელში ვიზიტისას, სარკასტულად დასძინა, რომ დაპატიმრებების მომენტი „განსაკუთრებული სინატიფით შეირჩა“. აშშ-ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს ცნობით, ორშაბათს დააკავეს ათი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. ეჭვმიტანილები მოქმედებდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები და ცდილობდნენ შეეღწიათ აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში, მოეპოვებინათ ინფორმაცია აშშ-ის იარაღის, დიპლომატიური სტრატეგიის და პოლიტიკური განვითარების შესახებ. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც ჯაშუშებისთვის ფულის გადაცემა ევალებოდა, იმალება.
XS
SM
MD
LG