Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და ტაივანმა ღირსშესანიშნავ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს


ჩინეთმა და ტაივანმა ხელი მოაწერეს ღირსშესანიშნავ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც უმნივშნელოვანესი მორიგებაა ორ მხარეს შორის, მათი განხეთქილების, 60 წლის წინანდელი სამოქალაქო ომის შემდეგ. ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება ადგენს საიმპორტო, 800 დასახელების საქონლის ტარიფებს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ჩინეთში, ცერემონია ტელევიზიით გადაიცემოდა. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ტაივანისთვის, რომელიც იხეირებს ჩინეთის უზარმაზარი ბაზრით. კრიტიკოსები თვლიან, რომ პეკინი შეთანხმებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს, ცდილობმ რა შეიერთოს ტაივანი. ტაივანი ჩინეთს 1949 წელს გამოეყო, თუმცა ჩინეთის მას თავის ნაწილად მიჩნევს და დაიმუქრა, რომ გამოიყნებს ძალას, თუკი ტაივანი დამოუკიდებლობას გამოცხადებს.
XS
SM
MD
LG