Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისიის სარდლად დაინიშნა გენერალი პეტრეუსი


აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა ავღანეთში სამხედრო სარდლის პოსტზე დაამტკიცა გენერალი დევიდ პეტრეუსი. პეტრეუსის კანდიდატურა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოადგინა მას შემდეგ, რაც ავღანეთში მრავალეროვანი სამხედრო მისიის სარდლის პოსტიდან გასულ კვირაში გაათავისუფლა გენერალი სტენლი მაკკრისტალი. სენატის კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება გზას უხსნის გენერალ პეტრეუსის კანდიდატურის დამტკიცებას სენატის სრული შემადგენლობის მიერ, რაც მიმდინარე კვირაშივეა მოსალოდნელი. გენერალმა პეტრეუსმა, რომელიც ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალია, დღეს სენატის კომიტეტში განაცხადა, რომ ავღანეთში, უსაფრთხოების მხრივ, ვითარება „ფაქიზია“ და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოპერაციას სამხრეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG