Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსები ამერიკას ჯაშუშების გაცვლას სთხოვენ


რუსეთში დასავლეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული მეცნიერის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსეთს სურს მეცნიერი გასულ თვეში ამერიკაში დაკავებულ რუს ჯაშუშში გაცვალოს. ბირთვული იარაღის ექსპერტ იგორ სუტიაგინს, რომელსაც რუსულმა სასამართლომ 2004 წელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალად ედება საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გადაცემა ბრიტანული ფირმისათვის, რომელიც, ბრალდების მტკიცებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგანტოს ფილიალია. ანა სტავიცკაიამ, სუტიაგინის ადვოკატმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სუტიაგინი ხუთშაბათს გაცვალოს ჯაშუშობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილში.
XS
SM
MD
LG