Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ჯარისკაცებმა შემთხვევით ავღანელი ჯარისკაცები დახოცეს


როგორც ნატოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეცდომით ხუთი ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს და ორი დაჭრეს. როგორც ავღანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ავღანელი ჯარისკაცები გაუფრთხილებლად დაცხრილეს. მან ნატოს ჯარისკაცები გააკრიტიკა და ისიც აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ნატოს სპიკერი ადასტურებს მომხდარ ფაქტს და ერთობლივი გამოძიების საკითხზე საუბრობს: ”ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს ”, - აცხადებს ნატოს სპიკერი.

XS
SM
MD
LG