Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია არ უკრძალავს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას


ბელორუსია თავისი მოქალაქეებისთვის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასვლის აკრძალვას არ აპირებს. სააგენტო „ინტერფაქს-დასავლეთის“ ცნობით, ამის შესახებ ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანდრეი სავინიხმა განაცხადა. ამკრძალავი რეკომენდაციების თაობაზე ინფორმაციები რუსეთისა და საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა დღეს გაავრცელეს. ინფორმაცია დაადასტურა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდ ნალბანდოვმა, რომელმაც განაცხადა, რომ „რუსეთის მხრიდან მინსკზე დიდი ზეწოლის მიუხედავად ბელორუსიის ხელისუფლება აღნიშნული გადაწყვეტილება მაინც მიიღო.“ თუმცა, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს. „არანაირი რეკომენდაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩაუსვლელობის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბელორუსიის მოქალაქეებისთვის არ მიუცია და ამას არც აპირებს. მით უმეტეს, საუბარი რამე აკრძალვაზე შეუძლებელია,“ - აცხადებს ანდრეი სავინიხინი, რომლის ციტატასაც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბეჭდავს.
XS
SM
MD
LG