Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

U2 ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ჯგუფია


ირლანდიური როკ--ჯგუფი, U2, ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე მუსიკოსებს აერთიანებს. ამ მონაცემებს ჟურნალ „ფორბსის“ ინტერნეტ-ვერსია აქვეყნებს - მის თანახმად, მსოფლიოს გარშემო ბოლო ტურნესა და სხვა ღონისძიებებიდან ჯგუფმა სუფთა სახით 130 მილიონი დოლარი მიიღო. ამავე წყაროს ცნობით, მეორე ადგილზე ავსტრალიური როკ-ჯგუფი, AC/DC-ა, მსოფლიოს გარშემო ტურნედან მიღებული 114 მილიონი დოლარით. მესამე ადგილს, 87 მილიონით, ამერიკელი მომღერალი ბიონსე ნოულზი იკავებს. პირველ ხუთეულს ამერიკული როკის ლეგენდა, ნიუ-ჯერსელი ბრუს სპრინგსტინი და პოპ-დივა ბრიტნი სპირსი ასრულებენ.
XS
SM
MD
LG