Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონმა ღაზაში ვიზიტისას ისრაელს მოუწოდა, შეამსუბუქოს ამ რეგიონის ბლოკადა


საგარეო პოლიტიკისა და უაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა დღეს ღაზის სექტორში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირის სურვლიაი, ისრაელმა შეამსუბუქოს ღაზის სექტორის ბლოკადა. როგორც ეშტონმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ხალხს უნდა შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება და იმის ნახვა, რომ პროდუქცია არა მარტო შედის ღაზაში, არამედ ღაზიდან გადის კიდეც. ეშტონმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების დროსაც წამოჭრის. ღაზის სექტორში ეშტონის ვიზიტი არ ითვალისწინებს მოლაპარაკებას მოძრაობა „ჰამასთან“, რომელიც ღაზას მართავს.
XS
SM
MD
LG