Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა კვლავ აღდგენილია. ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადასული მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურს გაღმა საგუშაგოზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, განსაკუთრებულ პრობლემებს არ აწყდებიან.

რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ცნობით, ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად აუცილებელია საშვი, რომელსაც გალის აფხაზურ მილიციაში გასცემენ. მისი ღირებულება კი 100 რუსული რუბლია.

ცენტრალური ხიდისგან განსხვავებით, სადაც ამჟამად მხოლოდ სპეციალური საშვები მოქმედებს, ჩაკეტილია ის ოთხი ე.წ. შემოვლითი გზა, რომელიც აფხაზურმა მხარემ ჯერ კიდევ გასულ წელს დააკანონა. ხურჩა-ნაბაკევის, განმუხური-ფიჩორის, საბერიო-ფახულანის და ორსანტია-ოტობაიის გზებით გალის რაიონის დაბალი ზონის მოსახლეობა სარგებლობდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლისთვის, თორნიკე კილანავასთვის უცნობია მიზეზები, თუ რატომ ჩაიკეტა ოთხივე გადასასვლელი.

რაც შეეხება ენგურის ცენტრალურ ხიდს, მასზე მოქალაქეთა სიმრავლე შესამჩნევია. ხიდზე გადადიან ოთხთვალებიც, რომლითაც სამეგრელოდან აფხაზეთში და პირიქით მოქალაქეები გადაჰყავთ.
XS
SM
MD
LG