Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის" რედაქტორი


დღეს ცხინვალში სცემეს გაზეთ „21-ე საუკუნის" რედაქტორი, “რესპუბლიკური პარტია – ირონის” შექმნის ინიციატორი თემურ ცხოვრებოვი. ცხინვალის ცენტრში ცხოვრებოვს თავს დაესხა ათამდე პირი, რომლებიც მას მოკვლით ემუქრებოდნენ. თავდასხმის შედეგად თემურ ცხოვრებოვმა სხეულის არაერთი დაზიანება მიიღო და ის ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს. თემურ ცხოვრებოვი ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წევრია.
XS
SM
MD
LG