Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკო ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს


იუნესკო ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული ”შეუქცევადი ჩარევის” გამო, რაც ”ხელყოფს ძეგლის მთლიანობასა და უნიკალურობას.” ამ შინაარსის განცხადება იუნესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. იქვე ნათქვამია, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის წინაშე მდგარი ძეგლების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება მიღებულია ბრაზილიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიის ფარგლებში. ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუციის თემამ საქართველოში მწვავე კამათი და დაპირისპირება გამოიწვია. სპეციალისტების ნაწილი ტაძრის ამჟამად არსებული სახით კონსერვაციას ითხოვს, ხოლო ნაწილი ძეგლის თანამედროვე მეთოდებით აღდგენას უჭერს მხარს. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2009 წლის 22 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის აზრს არ შეიცვლის და ტაძრის აღდგენითი სამუშაოები არ შეჩერდება.
XS
SM
MD
LG