Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში პატივს მიაგებენ „სიყვარულის აღლუმზე“ დაღუპულთა ხსოვნას


გერმანიაში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია დუისბურგში „სიყვარულის აღლუმზე“ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. საქმე ეხება ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, რომლის დროსაც 25 ივლისს 21 ადამიანი დაიღუპა გვირაბში სივიწროვის გამო პანიკის და ამით გამოწვეული ჭყლეტის შედეგად. დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი. სამგლოვიარო ცერემონია დღეს ქალაქ დუისბურგის მაცხოვრის ეკლესიაში გაიმართა. დამსწრეებს შორის კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი კრისტიან ვულფი იყვნენ.
XS
SM
MD
LG