Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს იყენებენ


ბორჯომის ხეობაში ცეცხლი უკიდია ტყეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, 5-6 ჰექტარზე. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელ გიორგი გოგოლაძისაგან მიღებულ ინფორმაციაზე მითითებით, ცეცხლი სოფელ სადგერთან ახლოს, მთაში მძვინვარებს და სახანძრო მანქანებს იქ მისვლა არ შეუძლიათ. ამ მიზეზის გამო, გადაწყდა ვერტმფრენის გამოყენება. მანამდე უფრო ადრე, "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსის, პაპუნა ხაჩიძის განცხადება, რომ იწვის ბორჯომის პლატოს ზემო მხარეს არსებული ტყის მასივი. ხაჩიძის განმარტებით, ხანძარი დასახლებული პუნქტებისაკენ არ მიიწევს, მაგრამ საქმე ეხება რეკრეაციულ ზონას და ყოველი განადგურებული ხე დიდი დანაკლისია.
XS
SM
MD
LG