Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: საბრძოლო მისია ერაყში განრიგის მიხედვით, 31 აგვისტოს დასრულდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის საბრძოლო მისია ერაყში „შეპირებისამებრ და გეგმის მიხედვით" დასრულდება - 2010 წლის 31 აგვისტოს. „ინვალიდობის მქონე ამერიკელი ვეტერანების“ ეროვნული კონვენციის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ ილაპარაკა პროგრესზე, რომელსაც მიაღწიეს დათქმული ვადისათვის ამერიკელი ჯარისკაცების გამოყვანის გზაზე. ობამამ თქვა, რომ 50 ათასი სამხედრო მოსამსახურე ერაყში დარჩება ერაყის უშიშროების სამსახურის გასაწვრთნელად, კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად და სამოქალაქო ძალისხმევის მხარდასაჭერად.
XS
SM
MD
LG