Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეამ ყვითელ ზღვაში სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო


სამხრეთ კორეამ ყვითელ ზღვაში დღეს მსხვილი სამხედრო-საზღვაო სწავლება დაიწყო. სწავლების მიზანია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან ბრძოლის უნარების გამომუშავება. წვრთნაში, რომელიც 5 დღეს გაგრძელდება, მონაწილეობს 29 გემი, 50 თვითმფრინავი და 4 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. სწავლება ითვლება რეაქციად მარტში სამხრეთკორეული კორვეტის ”ჩხონანის” და მასზე მყოფი 46 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტზე. საერთაშორისო გამოძიების თანახმად, კატასტრფის მიზეზი კორვეტზე ჩრდილოკორეული ტორპედოს მოხვედრა გახდა. სამხრეთ კორეის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩრდილო კორეის მხრიდან სწავლების დროს არანაირ პროვოკაციას არ მოითმენენ.
XS
SM
MD
LG