Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნმა მსოფლიოს ბირთვული იარაღის არსენალების განადგურებისკენ მოუწოდა


გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს ბირთვული იარაღის არსენალების განადგურებისკენ მოუწოდა. ბან კი მუნი დღეს იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში შეხვდა ექვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ის ბირთვულ იერიშს გადაურჩნენ. ხვალ გაეროს გენერალური მდივანში ქალაქ ხიროსიმაში ჩავა და მშვიდობის მემორიალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG