Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, გვალვის შედეგად მოსავლის შემცირებასთან დაკავშირებით


რუსეთში პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მარცვლეულის ექსპორტის დროებით აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. მისი განცხადების ფონია ვარაუდი, რომ ძლიერი გვალვის გამო წელს მარცვლეულის მოსავალი შემცირდება. პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა 15 აგვისტოს და 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. პერმიერ-მინისტრის განმარტებით, ამ ზომის მიზანია რუსეთში სურსათის გაძვირების თავიდან აცილება, საქონლის რაოდენობის შენარჩუნება და რეზერვების შევსება. რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია.
XS
SM
MD
LG