Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტი დაასრულა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ


თბილისში ვიზიტი დაასრულა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. საქართველოდან გამგზავრებამდე მან პრესკონფერენცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან ერთად გამართა. შეკითხვას, არსებობს, თუ არა 2012-2013 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის თბილისში გამართვის პერსპექტივა, მიშელ პლატინიმ უპასუხა, რომ მიესალმება მაღალი რანგის ტურნირების ჩატარების სურვილს, თუმცა, დრო ჯერ კიდევ ბევრია, უეფა მოიფიქრებს და საკუთარ პოზიციას საქართველოს ფედერაციას აცნობებს. ამასთან, პლატინიმ აღნიშნა, რომ ფინალი მხოლოდ სტადიონი არ არის და ყველაფერი აეროპორტიდან, სტუმრების მიღებიდან იწყება. უეფას პრეზიდენტის შეფასებით, თბილისში არ არის იმ რაოდენობის სასტუმროები, ახალგაზრდული ფინალიც რომ ჩატარდეს. მისი თქმით, აუცილებელია მინიმუმ 4 სტადიონი, რომელიც 5-6 ათასამდე მაყურებელს დაიტევს.
XS
SM
MD
LG