11 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მარინა არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. მან ისაუბრა შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების წყაროებზე და წყლის მდგომარეობაზე. მარინა არაბიძის თქმით, შავი ზღვის წყალი მთელი წლის განმავლობაში მოწმდება და მისი შემადგენლობა დღესაც მისაღები და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, წყლის სინჯს იღებენ ნაპირიდან 1 მილის მოშორებით და პრობლემა, რომელზეც ზაფხულში დამსვენებლები ჩივიან ნაპირთან ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის გამოწვეული და მარინა არაბიძის აზრით, ამ საკითხის მოგვარება დასახლებულ პუნქტებში ნარჩენების გატანისა და კანალიზაციის სისტემების, აგრეთვე მოსახლეობის გარემოსადმი დამოკიდებულების შეცვლით არის შესაძლებელი.
სტუმრად ჩვენს ეთერში: მარინა არაბიძე

ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1