Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაადასტურა, რომ ხანძარი რადიოაქტიურ რეგიონებსაც მოედო


რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დღეს პირველად დაადასტურეს, რომ ცეცხლი რადიოაქტიურ რეგიონებშიც გავრცელდა. ერთი დღით ადრე „გრინპისმა“ განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა ჩქმალავდა ხანძრის რადიოაქტიურ საფრთხეს. „როსლესოზაშჩიტის“განცხადებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რადიოაქტიურად დაბინძურებულ ბრიანსკის რეგიონში 28 ხანძარი დათვალეს. ეს რეგიონი მძიმედ დაზარალდა 1986 წელს ჩერნობილის რეაქტორის აფეთქების შედეგად. ექსპერტები ამბობენ, რომ ფერფლმა და მეხანძრეთა მუშაობამ შეიძლება რადიოაქტიური მიწის ჰაერში გაბნევა გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG