Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ირლანდიაში დღეს აფეთქების შედეგად სამი ბავშვი დაიჭრა


ჩრდილოეთ ირლანდიაში დღეს აფეთქების შედეგად სამი ბავშვი დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ბელფასტის მახლობლად, ქალაქ ლურგანში, ადგილობრივ სკოლასთან. ბავშვები დაშავდნენ შუშისა და საგნების ნამსხვრევებით. აფეთქების შემდეგ ახლომდებარე სახლების მცხოვრებნი ევაკუირებულ იქნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჩრდილოეთ ირლანდიაში უკანასკნელ წლებში იშვიათია ძალადობის აქტები, მაგრამ ზოგჯერ რადიკალები, რომლებიც გამოეყვნენ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას, მცირე ძალის აფეთქებებს აწყობენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG