Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი


კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
20 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. რუსეთის პრეზიდენტის 2-დღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ერევანში ხელი მოეწერება შეთანხმებას რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას აღნიშნულმა ფაქტმა საქართველოს უსაფრთხოებას - სწორედ ამ თემებზე საუბარს დაეთმო დილის გადაცემის მეორე ნაწილი. ”მოსკოვი ასევე ჩქარობდა უკრაინაში არსებული სამხედრო საზღვაო ბაზის გახანგრძლივებას და ამას მიაღწია კიდეც. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის სამხედრო სტრატეგიული უპირატესობების უზრუნველყოფა ყოფილი დსთ-ს სივრცეში. და აქ სომხეთი არის ერთადერთი ქვეყანა და, უფრო კონკრეტულად, კი გიუმრი არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთის ამ ამბიციის რეალიზება ხდება. ბაზის მომარაგება, მისი პერსპექტიული განვითარება - ეს არის საკმაოდ რთული საკითხი, ამას ჭირდება გრძელვადიანი ხედვა და დაგეგმვა, და რა თქმა უნდა, რუსეთი უფრო წყნარად იქნება, თუკი მას ზუსტად ეცოდინება, რომ სომხეთში საკმაოდ დიდი ხნით არის გარანტირებული სამხედრო შენაერთის ყოფნა. რაც შეეხება სომხეთს, ის, რა თქმა უნდა, იძულებულია დაეთანხმოს მოსკოვის მითითებებს”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG