Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამიდ კარზაის პირადი მრჩეველი ქრთამის აღებასა და კორუფციაში იყო ბრალდებული


გაზეთ ”ვოშინგტონ პოსტის” თანახმად, ავღანეთის პრეზედენტი ჰამიდ კარზაი ქრთამსა და კორუფციაში ბრალდებული პირადი მრჩევლის, მოჰამად ზია სალეხის პატიმრობიდან გათავისუფლების საქმეში პირადად ჩაერია. დაკავებული ეჭვმიტანილი იყო თალიბანის წარმომადგენლებთან სატელეფონო კონტაქტებშიც. გაზეთის ავღანელი წყაროს ცნობით, მოჰამად ზია სალეხის დაკავება ავღანეთის გენერალური პროკურორის მიერ იყო სანქცირებული. ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში, ნასრულა სტანკეზმა დაკავებულის გათავისუფლების მცდელობასთან პრეზიდენტის კავშირი გამორიცხა.
XS
SM
MD
LG