Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები შინ დამარცხდა ბელგიასთან


ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი შინ დიდი ანგარიშით (63:86) დამარცხდა ბელგიის ნაკრებთან. ამრიგად ექვსი ჩატარებული მატჩიდან ქართველმა კალათბურთელებმა სამი მოიგეს და სამი - წააგეს. „C“ ჯგუფის მეორე მატჩი (პორტუგალია - პოლონეთი) აუტსაიდერის, პორტუგალიის ნაკრების მოულოდნელი გამარჯვებით დამთავრდა - 85:84. მორიგ შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს, სტუმრად გამართავს პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან, ხოლო ბოლო მატჩში, 29 აგვისტოს, ბულგარელებს უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG