Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ბალტიის ზღვის გავლით ახალი სანავთობო მარშრუტის შექმნას ფიქრობს


ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მინსკი „სერიოზულადაა დაინტერესებული“ მიიღოს ვენესუელის ნავთობი ლატვიის გავლი , რათა რუსეთიდან ნავთობის მოწოდებაზე დამოკიდებულება შეამციროს. რიგაში თავის ლატვიელ კოლეგასთან შესახვედრად ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი მარტინოვმა განაცხადა, რომ ამ იდეის მიზანია ბალტიის სახელმწიფოების გავლით, „სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტის“ შექმნა. ლატვია ტანკერების გზით ვენესუელიდან ნახევარ მილიონ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს მიიღებს ბელორუსიისთვის. ლატვიის ოფიციალური პირების თანახმად, მოლაპარაკება მიდის ამ საკითხში ბელორუსიასთან ხანგძლივი შეთანხმების გარშემო. ბელორუსიას და რუსეთს ამ ეტაპზე ნავთობის ტრანსპორტირების გარშემო უთანხმოება აქვთ.
XS
SM
MD
LG