ამის შესახებ განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა, მათგან პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში გამოცდებს 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1147 პედაგოგს, საერთო რაოდენობის 11%-ს. თითო საგანი ჩააბარა გამოცდაზე გასულმა პედაგოგთა 50%-მა, მათ ეს ქულა ენახებათ და განმეორებით გამოცდაზე მხოლოდ ერთ საგანს ჩააბარებენ. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა მასწავლებელმა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში -1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა.
პედაგოგები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, მუშაობას გააგრძელებენ, მათ 2014 წლამდე რამდენჯერმე მიეცემათ საშუალება, განმეორებით გამოცდაზე გავიდნენ. რაც შეეხება სერთიფიცირებულ მასწავლებლებს, მინისტრის განცხადებით, მათ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160-ლარიან დანამატს გულისხმობს. ასევე, ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში "ასწავლე საქართველოსთვის", რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტია. აქ პედაგოგები, ხელფასთან ერთად, სტიპენდიის სახით 500 და 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლამდე სერთიფიცირებას გაივლის ყველა მოქმედი პედაგოგი და საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერთიფიცირებული მასწავლებელი, რაც თავისთავად გულისხობს მასწავლებელთა კვალიფიციკაციის ამაღლებას და სწავლების ხარისხის გაზრდას.