გამოცდებზე გასული 10 ათასზე მეტი მასწავლებლიდან შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვება მხოლოდ 1147-მა შეძლო. გამოცდების ეროვნული ცენტრის შეფასებით, მიღებული შედეგი არასახარბიელოა, თუმცა ის არც კი შეედრება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლენილ სავალალო შედეგებს. მთავარ მიზეზად საჯარო სკოლების არასაკმარისი მუშაობა სახელდება.
სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვება წელს მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ. ამისათვის, შესაბამისი სპეციალობის გარდა, თითოეულ მასწავლებელს ასევე უნდა ჩაებარებინა მეორე გამოცდაც - პროფესიული უნარების სახით. სასერტიფიკატო გამოცდებზე გასული დაახლოებით 10 003 მასწავლებლიდან ორ გამოცდაზე 6075 მასწავლებელი გავიდა. დანარჩენებმა კი, ანუ სხვა საგნებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა, ასე ვთქვათ, თადარიგი მომავალი წლებისთვის დაიჭირეს და პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს. მათ შორის იყო ქალაქ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მაია მეგრელიშვილი:
”წელს ერთი გამოცდის ჩაბარება უფრო ადვილი იყო ჩემთვის, ვიდრე, ვთქვათ, გაისად ჩამებარებინა ორივე ერთად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წელს პირველად პროფესიული უნარების გამოცდა ჩამებარებინა და გაისად უკვე საგნობრივზე გავიდე... მოტივაცია ისიც იყო ჩემთვის, რომ, ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხელფასზე გვემატება 160 ლარი, როგორც გვითხრეს...”
საჭიროა ითქვას, რომ ხსენებული 160 ლარი არა უშუალოდ სერტიფიცირებული მასწავლებლის, არამედ მენტორი მასწავლებლის სახელფასო დანამატად განისაზღვრა, თუმცა ამ ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა მხოლოდ სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიეცემა. განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელი, ფინანსთა სამინისტროსთან და პრემიერ-მინისტრის აპარატთან მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, უახლოეს მომავალში განისაზღვრება. შაშკინი ასევე შეახსენებს ყველა პედაგოგს, რომ საგამოცდო პროცესი კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ემსახურება და თუკი ამ ეტაპზე ის ნებაყოფლობით სახეს ატარებს, კანონის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლიდან საჯარო სკოლებში სერტიფიკატის გარეშე ვერც ერთი მასწავლებელი ვეღარ იმუშავებს.
იმ ფაქტს, რომ სერტიფიკატი წელს გამოცდებზე გასულ მასწავლებელთა მხოლოდ დაახლოებით 18-მა პროცენტმა მოიპოვა, არასახარბიელო შედეგად მიიჩნევს ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი. თუმცა ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საკითხის პოზიტიურ ჭრილში განხილვას ცდილობს:
”რა თქმა უნდა, მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, და ალბათ თქვენც, რომ გაცილებით უკეთესი შედეგები გვენახა... თუმცა, მოდით, ამას შევხედოთ როგორც პროცესს. ეს იყო პირველი წელიწადი - მათთვისაც ბევრი სიახლე იყო დანერგილი და ჩვენთვისაც გამოცდა იყო ეს ყველაფერი... გაცილებით უკეთ მომზადებული პედაგოგები მოვლენ გაისად, რადგანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოცდაზე გამოსულმა მასწავლებლებმა უშველებელი გამოცდილება შეიძინეს... ანუ მათ საკუთარი თავი და შესაძლებლობები შეაფასეს.”
პედაგოგების მომზადების დონის ამაღლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება იმ სავალალო სურათის გამოსწორების კუთხით, რაც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოვლინდა. საგულისხმოა, რომ დაახლოებით 36 ათასი აბიტურიენტიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა. მაია მიმინოშვილის აზრით, წელს გამოვლენილი გაუარესებული შედეგები საყოველთაო განხილვის საგნად უნდა იქცეს:
”ეს არის, გარკვეულწილად, ანარეკლი იმისა, რა პრობლემებიც გვაქვს ჩვენ სასკოლო განათლების სისტემაში. ეს ბავშვები მოდიან სკოლიდან და, ცხადია და ნათელია, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას უმაღლესი სასწავლებლისთვის. ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემა შეგვექმნა მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით... ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც ძალიან სერიოზული დისკუსიის საგანი უნდა გახდეს აუცილებლად და, ბუნებრივია, რაც შეიძლება მეტი ექსპერტი უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიაში.”
როდესაც სკოლების არასაკმარის მუშაობაზე ლაპარაკობენ, განათლების სფეროს ექსპერტები, პედაგოგთა არასათანადო მომზადების გარდა, საგანგებოდ უსვამენ ხაზს მძიმე პრობლემებს სასწავლო პროგრამებთან, გეგმებთან და სახელმძღვანელოებთან მიმართებით. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა იზრუნოს ამ პრობლემების სისტემურ გადაჭრაზე.
სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვება წელს მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ. ამისათვის, შესაბამისი სპეციალობის გარდა, თითოეულ მასწავლებელს ასევე უნდა ჩაებარებინა მეორე გამოცდაც - პროფესიული უნარების სახით. სასერტიფიკატო გამოცდებზე გასული დაახლოებით 10 003 მასწავლებლიდან ორ გამოცდაზე 6075 მასწავლებელი გავიდა. დანარჩენებმა კი, ანუ სხვა საგნებისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა, ასე ვთქვათ, თადარიგი მომავალი წლებისთვის დაიჭირეს და პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს. მათ შორის იყო ქალაქ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი მაია მეგრელიშვილი:
”წელს ერთი გამოცდის ჩაბარება უფრო ადვილი იყო ჩემთვის, ვიდრე, ვთქვათ, გაისად ჩამებარებინა ორივე ერთად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ წელს პირველად პროფესიული უნარების გამოცდა ჩამებარებინა და გაისად უკვე საგნობრივზე გავიდე... მოტივაცია ისიც იყო ჩემთვის, რომ, ორივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხელფასზე გვემატება 160 ლარი, როგორც გვითხრეს...”
ეს არის, გარკვეულწილად, ანარეკლი იმისა, რა პრობლემებიც გვაქვს ჩვენ სასკოლო განათლების სისტემაში. ეს ბავშვები მოდიან სკოლიდან და, ცხადია და ნათელია, რომ სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას უმაღლესი სასწავლებლისთვის ...