Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ აფრიკას ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის გვერდით სურს ადგილის დამკვირდება


სამხრეთ აფრიკას ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის გვერდით, ლიდერ განვითარებად ქვეყნებს შორის სურს ადგილის დამკვირდება. ამის შესახებ პეკინში განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეკობ ზუმამ. მისი თქმით, ქვეყანას სურს გაერთიანდეს განვითარებადი ქვეყნების არაფორმალურ ჯგუფში, რომლებში შემავალი ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფოებიც ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით არიან დაკავებულნი და მიიჩნევენ, რომ გლობალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში, განვითარებად ქვეყნებსაც უნდა ეთქმოდეთ სიტყვა.
XS
SM
MD
LG