Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი მასპინძლობს კონფერენციას რეგიონული განვითარების პერსპექტივებზე


სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს გაიმართება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია - "რეგიონული განვითარების პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში: გამოწვევები და შესაძლებლობები". საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსის" სააგენტო იუწყება, რომ კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პერსპექტივებს, ცალკეულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და შემდგომი განვითარების პერსპექტივების ჩამოყალიბებას.

XS
SM
MD
LG