Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით კერესელიძე


დავით კერესელიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
დავით კერესელიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი
30 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. მიმდინარე კვირიდან უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის პროცესი იწყება. რას ნიშნავს ავტორიზაცია, რითი განსხვავდება ის აკრედიტაციისაგან, რა უპირატესობებით ისარგებლებენ ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან - სწორედ ამ საკითხების გარშემო წარიმართა საუბარი. ”შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ძალაში პირველ სექტემბერს შედის. აქამდე, იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის საგანმანათლებო დაწესებულებას საქმიანობა განეხორციელებინა, საჭირო იყო ლიცენზირების პროცედურის გავლა და შემდგომ, ინსტიტუციური აკრედიტაცია. ლიცენზირებას დღემდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებდა, ხოლო ინსტიტუციური აკრედიტაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში შედიოდა. პირველი სექტემბრიდან ამ ორი უწყების და პროცედურის ნაცვლად გვექნება ერთი ფანჯრის პრინციპი. სწორედ ამ ერთ პროცედურას ეწოდება ავტორიზაცია, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას”, - ამბობს დავით კერესელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
XS
SM
MD
LG