Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მოსალოდნელია ომი და რა პერსპექტივა აქვს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის


ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი (მარცხნივ) და თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ გააჩინეს ვარაუდები, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობისა და ბრალდებების პირობებში ისევ არსებობს ომის განახლების საფრთხე.

30 აგვისტოს, გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატებიც კი დაადანაშაულა რევანშისთვის განწყობილი საქართველოს სამხედრო გადაიარაღებაში. ხოლო რამდენიმე დღით ადრე, 26 აგვისტოს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” ეთერში, რომ კრემლის ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით რუსეთმა (2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ) შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს საქართველოსთან.

რამდენად დიდია ომის განახლების საფრთხე და რა პერსპექტივა აქვს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ დიალოგს მოსკოვსა და თბილისს შორის - ამ საკითხების გარშემო, პროგრამისთვის ”სადისკუსიო მაგიდა”, მსჯელობენ გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე და საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG