Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იწყება აშშ-ის ოპერაცია "ახალი განთიადი"


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ერაყში მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომლითაც აღინიშნა დაწყება ოპერაციისა "ახალი განთიადი". ასე ეწოდება ამერიკელი სამხედროების ახალ მისიას, რომელიც ერაყის ჯარების დახმარებასა და წვრთნას ითვალისწინებს. ცერემონია ბაღდადში გაიმართა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა ერაყში აშშ-ის საომარი ოპერაციების დასრულება. ცერემონიის დროს, გენერალმა რეი ოდიერნომ ერაყში მყოფი 50 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის სარდლობის ფუნქცია გადააბარა გენერალ-ლეიტენანტ ლოიდ ოსტინს, რომელიც, ისევე როგორც ოდიერნო, 2003 წლიდან მსახურობს ერაყში.
XS
SM
MD
LG