Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს შეხვდება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის – "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს დღეს სამინისტროში მიიღებს და მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს. ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან ჩამოსული 92 ინგლისური ენის პედაგოგი, ტრენინგების გავლის შემდეგ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.

XS
SM
MD
LG