Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში ორმხრივი სროლის შედეგად 25 მეამბოხე მოკლეს


მექსიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, შტატ ნუევო-ლეონში ორმხრივი სროლის შედეგად 25 მეამბოხეა მოკლული. შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც სამხედროთა საპატრულო ავტომობილი ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ გახსნილ ცეცხლში აღმოჩნდა. სამხედროთა რიგებში მსხვერპლი არ არის. სამხედროებმა შეძლეს მეამბოხეთა მიერ მძევლად აყვანილი სამი ადამიანის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG