Accessibility links

ტონი ბლერს დუბლინში ფეხსაცმელი და კვერცხი ესროლეს


დღეს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ანტისაომარი მოძრაობის რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა სცადა ჩაეშალა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის ახალი წიგნის პრეზენტაცია. წიგნის მამაზიასთან შეგროვებულმა მოწინააღმდეგეები ანტისაომარ ლოზუნგებს გაიძახოდნენ და სხვადასხვა საგნები, მათ შორის ფეხსაცმელი და კვერცხი დაუშინეს ტონი ბლერს. ვიდრე პოლიცია შეძლებდა დემონსტრანტების შევიწროვებას, ერთ-ერთი საგანი ექს-პრემიერს მაინც მოხვდა. ავტობიოგრაფიული წიგნი „მოგზაურობა“ პირველ სექტემბერს გამოვიდა და ბრიტანეთში უკვე ბესტსელერად იქცა. ტონი ბლერი მასში, კერძოდ, იცავს გადაწყვეტილებას 2003 წელს ბრიტანეთის ჯარის ერაყში შეჭრის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG